ლევან მაჭავარიანი: უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში

 უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მეგობარი აქტით“ ცდილობენ, რომ ბოლო გაფართხალება აქვს ოპოზიციას გამოცხადებული 31-ში [მარტში] და იქნებ ხალხი რამენაირად ქუჩაში გამოიყვანონ. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს რაც მიიღეს, იყო უბრალოდ საკომიტეტო მიღება, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პლენარული მოსმენა, კონგრესში მოსმენა და სანამ ბატონი ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გავიდეს დაახლოებით 3-4 თვე და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა. ოპოზიცია დარჩენილია ბატონი უილსონის, როთის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების იმედად. ჩვენ და ამერიკელი ხალხის ურთიერთობების გადატვირთვის რეალური საფუძველი არსებობს.

ჩვენ ვართ ძალიან თავშეკავებულები. ყველაფერი დაუბრალებიათ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რადიკალებს და მის ტელევიზიებს არასდროს დაუბრალებიათ, რომ სიმჩატით გამოვირჩევით. ყოველთვის ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად ვსაუბრობთ. იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა ქალბატონ აშშ-ის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის. ეს იყო დახურული შეხვედრა და უფლება არ გვაქვს გარეთ გამოვიტანოთ რაღაც საკითხები. უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, არა ისეთის, როგორიც იყო, ისეთის როგორიც ჩინეთთან გვაქვს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ

1743357048

ახალი ამბები

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

 ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...

ფსფფსფ

1743354710

ახალი ამბები

ნათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია

 ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...

ნათია თურნავა

1743350347

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება

 ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...

 მეუფე იაკობი