ბაჩო ოდიშარია - რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც ქართულ ჯარს ომის დანაშაული დააბრალეს. ყალბი ნარატივი, თითქოს ნაცების რეჟიმის წარმომადგენლების გამოკითხვა ნიშნავს ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას, ემსახურება ნაცების ჩადენილის დაფარვას

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „კომისიის მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დამოუკიდებლობის ისტორიაში, რადგან როდესაც რეჟიმი მარცხდება, აუცილებელია მისი სახელდება, მისი ფუნქციონირების მექანიზმის და ამ მექანიზმის მოქმედებისათვის საჭირო ჭანჭიკების როლის დადგენა“.
ოდიშარია ასევე აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურად გამოფიტული და მორალურად ატროფირებული რეჟიმისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ეს იყო მაშველი რგოლიც კი, რადგან ამით შეძლეს ოპოზიციის გაჩუმება და ხალხში განცდის ჩანერგვა, თითქოს გადაგვარჩინეს, შემდეგ გვაზეიმეს კიდეც აგვისტოს ომი და მოგებულებად გამოგვიყვანეს, როდესაც თავად, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლიო წერია და ქართულ ჯარს ომის დანაშაული დააბრალეს.
ამიტომ, ყალბი ნარატივი, თითქოს ნაცების რეჟიმის წარმომადგენლების გამოკითხვა აგვისტოს ომზე ნიშნავს ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას, მხოლოდ მავნებლური პროპაგანდაა“.
მისივე თქმით, ისტერია, რომელიც კომისიის მუშაობამ გამოიწვია ნაც და ნეოლიბერალურ ბაბლებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის აუცილებლობას.
„პარლამენტში მოქმედი საგამოძიებო კომისიის მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დამოუკიდებლობის ისტორიაში, რადგან როდესაც რეჟიმი მარცხდება, აუცილებელია მისი სახელდება, მისი ფუნქციონირების მექანიზმის და ამ მექანიზმის მოქმედებისათვის საჭირო ჭანჭიკების როლის დადგენა, რადგან შესაძლებელი გახდეს სამართლიანობის აღსრულება, შერიგება და დეპოლარიზაცია. სოციალური სამართლიანობის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი არის “სიმართლის კომისია”, რომელიც იქმნება, როდესაც პოლიტიკური რეპრესიების თუ დიქტატურის შემდეგ ხდება რეჟიმის ცვლილება და აუცილებელია დადგენა, როგორ და რაში გადაამეტეს უფლებამოსილებას და ადამიანის რა უფლებები დაარღვიეს ამ რეჟიმებმა. ასეთი კომისია იძიებდა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდს, არგენტინაში სამხედრო დიქტატურას, ჩილეში პინოჩეტის რეჟიმს და ა.შ. ჩვენ კონტექსტში კი ნაცების რეჟიმი იყო აპარტეიდიც, პინოჩეტიც და ჰოლოკოსტიც.
კომისიის გაშავების მიზნით საუბარი იმაზე, რომ ის ახდენს ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში და არა მაშინდელი მთავრობის ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნების და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვლევას, არის აბსურდი და მიზანმიმართული სიცრუე.
ქვეყანამ დაიწყო ომი, ნიშნავს, რომ ამის სრული კონსენსუსი არსებობდა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, რომ ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა საკუთარი არჩეული მთავრობისადმი, რაც 2008 წელზე სრულად საპირისპიროა; პოლიტიკურად გამოფიტული და მორალურად ატროფირებული რეჟიმისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ეს იყო მაშველი რგოლიც კი, რადგან ამით შეძლეს ოპოზიციის გაჩუმება და ხალხში განცდის ჩანერგვა, თითქოს გადაგვარჩინეს, შემდეგ გვაზეიმეს კიდეც აგვისტოს ომი და მოგებულებად გამოგვიყვანეს, როდესაც თავად, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლიო წერია და ქართულ ჯარს ომის დანაშაული დააბრალეს.
ამ მოცემულობის შემოსატრიალებლად სტრასბურგის სასამართლოში ისევ ქართულ ოცნებას და მიმდინარე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მოუწია ბრძოლა, რომ ოკუპანტი რუსული მხარე დამნაშავედ ეცნოთ. ამიტომ ყალბი ნარატივი, თითქოს ნაცების რეჟიმის წარმომადგენლების გამოკითხვა აგვისტოს ომზე ნიშნავს ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას, მხოლოდ მავნებლური პროპაგანდაა, ემსახურება ნაცების ჩადენილის დაფარვას და სააკაშვილის საქართველოსთან გათანაბრების მცდელობაა. ისტერია, რომელიც კომისიის მუშაობამ გამოიწვია ნაც და ნეოლიბერალურ ბაბლებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის აუცილებლობას. ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა იმის შესახებ თუ რა დანაშაულები ჩაიდინა ნაცების რეჟიმმა, გარდა ისტორიული სამართლიანობის დაფიქსირებისა, იმისთვისაცაა საჭირო, რომ მსგავსი ტრაგედიის განმეორების პრევენცია მოხდეს,“ - წერს ბაჩო ოდიშარია.
1743516652
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე: უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთია „ფარა“. ძალიან კარგი მაგალითია გუშინდელი აქცია ორგანიზებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ მიერ. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი, ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას
უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთი მათგანი არის „ფარა“, რომლის მოქმედებაც 60 დღის შემდეგ დაიწყება. რომელიც არის ზუსტი ასლი ამერიკული კანონმდებლობის და ფაქტობრივად, ეს მოგვცემს საშუალებას, რ...
1743515259
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად გარემოს და...
1743512846
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7632 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7648 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1743512746
ახალი ამბებიByline Times - ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, რადიკალური ოპოზიციის წევრების, სერგი კაპანაძის და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული
„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა"- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა. სტატიამ ოპოზიციური მედიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო...
1743511321
საზოგადოებალევან მოსეშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშ...