ნათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია

ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვირას“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთში ვიზიტისას.
„ეს მემორანდუმი იყო საკმაოდ განსხვავებული სხვა მემორანდუმისგან და ასეთი ტიპის დოკუმენტისგან. თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ეს შეეხება თანამშრომლობას ორ ცენტრალურ ბანკს შორის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა - ჩინეთსაც უდგას ეს ამოცანა და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა იმდაგვარად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ინფლაცია იყოს მიზნობრივთან ახლოს.
საკმაოდ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ ფასების სტაბილურობას, ამაზე იყო ნომერ პირველი აქცენტი გაკეთებული მემორანდუმში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა ორ საფინანსო სექტორს და ბანკებს შორის თანამშრომლობა. დღეს ეს თანამშრომლობა არსებობს, წამყვანი ბანკების დონეზე და საკორესპონდენტო ურთიერთობებით შემოიფარგლება.
ჩვენი სურვილია, რომ ჩინური ფინანსური ჯგუფები, ბანკები უფრო მეტად იყო წარმოდგენილი ჩვენ ბაზარზე, უკვე უშუალოდ თავისი წარმომადგენლობების, თავისი ფილიალების, შვილობილების სახით. ჩვენი ბაზარი გახსნილია და ბუნებრივია, რომ საკმაოდ მიმზიდველია.
Bank of China არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გლობალური და ინტერნაციონალიზებული ბანკი, რომელიც სწორედ სხვა ქვეყნებში შედის და იქ აფუძნებს თავის შვილობილებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, მაქსიმალურად დავაახლოოთ ორი ქვეყნის საფინანსო სისტემა და ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიხილოთ ჩინური წამყვანი ბანკები საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტი და უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტი მიაწოდონ ბანკებმა და გაძლიერდეს კონკურენცია ჩვენს ბაზარზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მან შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი საფინანსო სისტემა საკმაოდ ძლიერია, საკმაოდ კარგად არის გამართული ბაზარი, ძალიან მიმზიდველი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანში გაძლიერდეს ჩვენი კომერციული ურთიერთობები და საფინანსო ტრანზაქციები ჩინეთის ბაზართან, რადგან ჩვენ შუა დერეფანში ვიმყოფებით და ვემსახურებით ბიზნეს ნაკადებს, ტვირთებს, საფინანსო ნაკადებს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აერთიანებს და ჩინეთს ძალიან დიდი წვლილი უჭირავს ამ მოძრაობაში და ამ ზოგად გლობალური ბიზნესის განვითარებაში ჩვენს რეგიონში.
ძალიან ბუნებრივია, რომ ჩინური ბანკები იყვნენ არა მხოლოდ საკორესპონდენტო ანგარიშებით წარმოდგენილი ჩვენს ბანკებში, არამედ უშუალოდ თავისი ფილიალების სახით.
საუბარი შეეხო ჩვენს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ეროვნული ბანკის რეგულაციებს. ჩვენი რეგულაციები დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე, რაც საკმაოდ ნაცნობი არის ჩინური წამყვანი ბანკებისთვის, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში არიან წარმოდგენილები.
გვქონდა შეხვედრა ჩინეთის სამშენებლო ბანკში, ეს ბანკი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინეთში და შესაბამისად მთლიანად მსოფლიოშიც. მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული Big four, ანუ მსხვილი სახელმწიფო ბანკების დიდ ოთხეულს. ჩინეთში ჩვენ ამ ოთხიდან სამს შევხვდით, ამ დელეგაციის ფარგლებში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
1743519323
საზოგადოებაგია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!
რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...
1743518438
ახალი ამბებილევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...
1743517821
სპორტიევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...
1743516652
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე: უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთია „ფარა“. ძალიან კარგი მაგალითია გუშინდელი აქცია ორგანიზებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ მიერ. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი, ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას
უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთი მათგანი არის „ფარა“, რომლის მოქმედებაც 60 დღის შემდეგ დაიწყება. რომელიც არის ზუსტი ასლი ამერიკული კანონმდებლობის და ფაქტობრივად, ეს მოგვცემს საშუალებას, რ...
1743515259
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად გარემოს და...