ლევან მაჭავარიანი: ვაკვირდებოდით დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს, მათ რიგებში ჯო უილსონი არ წერია
„ჩვენ ვაკვირდებოდით დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს, მათ რიგებში კი ჯო უილსონი არ წერია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონის დილა თენდება იმით, რომ საქართველოზე რაღაც უნდა დაპოსტოს.
„არ მგონია, რომ ბატონი ტრამპი ბატონ უილსონს უსმენდეს. ჩვენ ვაკვირდებოდით ბატონი ტრამპის საარჩევნო კამპანიას და უკვე კარგად ვიცით, ვინ არის ტრამპის გარემოცვა და ჩვენ კარგად ვიცით, ვის აზრს ითვალისწინებს. მათ რიგებში, რომ ჯო უილსონი არ წერია, ეს ყველამ კარგად ვიცით.
ჯო უილსონი არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფინანსდება. ძალიან საინტერესო იქნება ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონის გამოქვეყნება ამ წელთან დაკავშირებით, საქართველოდან რა თანხა ჩაერიცხა ბატონ ჯო უილსონს ლობირებისთვის.
ჩვენ წინა წლის მონაცემები ვიხილეთ და კონკრეტულ თანხებზე იყო საუბარი. მისი დილა თენდება იმით, რომ საქართველოზე რაღაც უნდა დაპოსტოს და საქართველოს დღეში შვიდ თუ რვა პოსტს უძღვნის. არ მგონია, საქართველოთი ასე ობიექტურად დაინტერესებული იყოს.
ჯო უილსონს სუბიექტური მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს და მისი განცხადებები ჩვენთვის სერიოზულ განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ჰელსინკის კომისიის პირველი სხდომა, რომ ჩანიშნა ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, იქ ბატონი შალვა ნათელაშვილის წერილი წარმოგვიდგინა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, შემდეგ ეს წერილი ოქმს დაურთეს, ეს კი მის სერიოზულობაზე მეტყველებს. გააგრძელოს ბატონმა უილსონმა მოღვაწეობა ამ მიმართულებით, ეს ჩვენ ხელს არაფერში არ შეგვიშლის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...