ლევან მაჭავარიანი: ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, ეს აღიარება უკან წაიღონ
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაჭავარიანი განცხადებით, ის, რაც რამდენიმე წლის წინ ვენესუელის სახელმწიფომ გააკეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებად“ გამოცხადების შესახებ, სასურველია, რომ გააუქმონ.
„ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“ ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან აშშ-ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს აშშ-ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა. ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე გადაწყდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესში შედის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1767726534
მსოფლიონატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...
1767723981
მსოფლიოკოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...
1767722898
მსოფლიოტრამპი: მეფე ვარ
„მე მეფე ვარ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას. ტრამპის თქმით, Boeing-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა, ვიდრე...
1767721421
საზოგადოებაპროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარე...
1767719998
ახალი ამბები„მამა-შვილს მანქანით გადაუარეს“ - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება aktual.ge იტყობინება, შუახნის კაცებს შორის ქორწილში დაწ...


























