ლევან მახაშვილი: ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რასაც გასული სამი წლის განმავლობაში ატარებდა, სრულ კრახამდე მივიდა

 ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რასაც გასული მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ატარებდა, სრულ კრახამდე მივიდა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მახაშვილის შეფასებით, თუკი ვინმეს და რამეს აზიანებს ეს პოლიტიკა, თვითონ ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის საქართველოსთან დიალოგის მთავარი პირობა მშვიდობის პოლიტიკის დაცვა და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის პატივისცემაა.

 

„ბოლო პერიოდში შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ წევრი ქვეყნები ამ პოლიტიკის კრახს აცნობიერებენ და შიგნიდანაც ეტაპობრივად იზრდება წნეხი, რომ მოხდეს ამ პოლიტიკის გადახედვა საქართველოსთან დაკავშირებით, ამ ჭირვეულის პოზიციიდან გამოსვლა და ურთიერთობების ნორმალურ, ცივილურ ჩარჩოებში დაბრუნება.

 

ამიტომ დიალოგის მთავარი პირობა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის მშვიდობის პოლიტიკის დაცვა და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის პატივისცემა. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, გაგვიჭირდება რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ერთგვარი წითელი ხაზი. მაგრამ, მე მგონი, ყველა რაციონალური, ცივილური, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მშვიდობის პოლიტიკა ის ხაზია, რაც ურთიერთობების აღდგენის საერთო ფუნდამენტი უნდა იყოს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, საღი აზრის და სიმართლის გამარჯვების იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ, როგორც აშშ-ში მოხდა, ევროპაც რაღაც ეტაპზე გამოიღვიძებს და შემოუბრუნდება ცივილურ, ნორმალურ აზრსა და განსჯას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746382155

ახალი ამბები

ნინო კალანდაძე: ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მხოლოდ იმიტომ, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ კოორდინაციას

 მგონია, რომ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. ზურაბიშვილი, პირველ რიგში, აღარ არის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008–2012 წლებში, ნინო კალანდაძემ, „ტვ...

ნინო

1746378351

სპორტი

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

 აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2...

სპორტსმრნები

1746377051

ახალი ამბები

ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

 ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შეს...

ავტობუსი

1746376855

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქართველოს კათო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნეტარესს, ილია მე­ო­რეს საპატრიარქოში ე...

ანრი ოხანაშვილი

1746372847

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს, თანამდებობაზე დარჩენის გახანგრძლივების მცდელობის გარეშე. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში გან...

ტრამპი