ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, რიოში ლედი გაგას კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტის დაგეგმვა აღკვეთეს

ბრაზილიის პოლიციის განაცხადებით, რიო-დე-ჟანეიროში ლედი გაგას ხალხმრავალ კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას Deutsche Welleავრცელებს.
ოთხ სხვადასხვა შტატში ჩატარებული რეიდების შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. პოლიციის დაზვერვის ინფორმაციით, ონლაინ ქსელები გამოავლინეს, რომლებიც მოზარდებში ძალადობრივ ქცევას ახალისებდნენ.
„ეჭვმიტანილებმა დაიქირავეს მონაწილეები, მათ შორის არასრულწლოვნები, რათა იმპროვიზებული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით კოორდინირებული თავდასხმები განეხორციელებინათ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
„გეგმა განიხილებოდა, როგორც „კოლექტიური გამოწვევა“, რომლის მიზანიც სოციალურ მედიაში ცნობადობის მოპოვება იყო“, - დასძინა პოლიციამ.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, გეგმის უკან იდგნენ დამქირავებლები, რომლებიც თავს ლედი გაგას გლობალური თაყვანისმცემლების ბაზის, „პატარა მონსტრების“ წევრებად ასახელებდნენ.
პოლიციამ რიუ-გრანდი-დუ-სულის სამხრეთ შტატში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავა მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯგუფების ლიდერია, ხოლო რიო-დე-ჟანეიროში ასევე დააკავეს მოზარდი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის.
ხელისუფლებამ რიო-დე-ჟანეიროს, მატუ-გროსუს, რიუ-გრანდი-დუ-სულისა და სან-პაულუს შტატებში ათზე მეტი ჩხრეკისა და ჩამორთმევის ორდერი გასცა.
ოფიციალური მონაცემებით, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას უფასო კონცერტს 2.1 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
1746422497
ახალი ამბებიპარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით დღეს ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას მოუსმენენ
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღეს ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენ. მმარ...
1746421615
ახალი ამბებივახტანგ ჩოჩია: ქართული ენა, როგორც სავალდებულო საგანი გაუქმდა „ნაცმოძრაობის“ პერიოდში და ეს იყო მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას
„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, უნდა შეეძლოს გამართულად საკუთარ ენაზე საუბარი, წერა და ზოგადად ქართული ენის ფარგლებში აზროვნება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...
1746391288
მსოფლიოეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონი ხმათა 30%-ით ლიდერობს - სავარაუდოდ, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს. 2025 წლის არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდ...
1746389835
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რასაც გასული სამი წლის განმავლობაში ატარებდა, სრულ კრახამდე მივიდა
ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რასაც გასული მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ატარებდა, სრულ კრახამდე მივიდა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომი...
1746387999
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ერთი არგუმენტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ თქვა, არჩევნები გაყალბდაო - მედია სივრცე თავისუფალი იყო, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალი იყო ფინანსების განკარგვაში პოლიტიკური მიზნებისთვის, უცხოური ჩარევა ხომ იყო და იყო
ერთი არგუმენტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ თქვა, საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ან უკანონობას ჰქონდა ადგილი და არ იყო სამართლიანი არჩევნები. ამას ვერ ამბობენ, ეუთო/ოდირის დასკვნაც სახეზე გვაქვს, მიუხ...