ნინო კალანდაძე: ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მხოლოდ იმიტომ, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ კოორდინაციას

 მგონია, რომ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. ზურაბიშვილი, პირველ რიგში, აღარ არის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008–2012 წლებში, ნინო კალანდაძემ, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კალანდაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილიყო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ერთგვარი მედიატორი. მისი შეფასებით, მართალია, ზურაბიშვილი გარკვეულ არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო დონეზე, თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს კოორდინაცია და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კონკრეტული პირის წარდგენა, რომ ზურაბიშვილს ალტერნატივა ჰყავდეს.

„ბუნებრივია, რომ ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ასეთი წარმომადგენლობა - ანუ, ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ იმ კოორდინაციის და იმ წარმომადგენლობითი პირის დეზიგნირებას, რომ მას [ზურაბიშვილს] ალტერნატივა ჰყავდეს. ამიტომ არის სასოწარკვეთილი საერთაშორისო თანამეგობრობა და ამბობენ, მოდი, დროებით ზურაბიშვილს შევუნარჩუნოთ ლეგიტიმაცია. მაგრამ, მას ხომ არ უყრია კენჭი, ის ხომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციის სათავეში, მას ხომ არ აქვს პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაცია? - ეს არის პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746387999

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ერთი არგუმენტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ თქვა, არჩევნები გაყალბდაო - მედია სივრცე თავისუფალი იყო, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალი იყო ფინანსების განკარგვაში პოლიტიკური მიზნებისთვის, უცხოური ჩარევა ხომ იყო და იყო

 ერთი არგუმენტი მაინც უნდა გაგაჩნდეს, რომ თქვა, საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ან უკანონობას ჰქონდა ადგილი და არ იყო სამართლიანი არჩევნები. ამას ვერ ამბობენ, ეუთო/ოდირის დასკვნაც სახეზე გვაქვს, მიუხ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1746385923

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი

 ოპოზიციის დაინტერესებაა, რომ წარმოაჩინოს საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოსგან იზოლირებულად, თუმცა, პირიქით - მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე, რომელიც...

ლევან დავითაშვილი

1746383424

მსოფლიო

ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, რიოში ლედი გაგას კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტის დაგეგმვა აღკვეთეს

 ბრაზილიის პოლიციის განაცხადებით, რიო-დე-ჟანეიროში ლედი გაგას ხალხმრავალ კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას Deutsche Welleავრცელებს. ოთხ სხვადასხვა შტატში ჩატარებული რეიდების შედ...

ლედი გაგა

1746378351

სპორტი

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

 აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2...

სპორტსმრნები

1746377051

ახალი ამბები

ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

 ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შეს...

ავტობუსი