ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონი ხმათა 30%-ით ლიდერობს - სავარაუდოდ, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს.
2025 წლის არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი ჯორჯ სიმიონი, მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ, ბუქარესტის მერი ნიკუსორ დანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და ლიბერალი პოლიტიკოსი ელენა ლასკონი, რომელმაც გასულ წელს არჩევნებზე მოულოდნელად მაღალი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა.
კომპანია Avangarde-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პროგნოზით, სიმიონი პირველ ადგილს დაიკავებს და რუმინეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების 30%-ს მიიღებს. არჩევნების პირველ ტურში სიმიონის ლიდერობას ადასტურებს კომპანია Curs-ის ეგზიტპოლიც. აქ ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კიდევ უფრო მაღალი შედეგი – 33,1% აჩვენა.
ამავე პროგნოზით, მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ 22,9%-ით მეორე ადგილზეა. ნიკუსორ დანმა – 20,9% მიიღო. ვიქტორ პონტამ 14,7%, ხოლო ელენა ლასკონიმ 4,4% დააგროვა.
ამასთან, ეგზიტპოლის ჩამტარებელი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევები არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი რუმინელი ამომრჩევლების ხმებს, რომელთა ხმის მიცემა კვლავ გრძელდება. როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ხმები ქვეყნის შიგნით არსებული ხმების 10%-ზე მეტს შეადგენს.
ვინაიდან ვერცერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები 50%-ს ვერ აღემატება, სავარაუდოდ, 18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის გაიმართება.
1746385923
ახალი ამბებილევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი
ოპოზიციის დაინტერესებაა, რომ წარმოაჩინოს საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოსგან იზოლირებულად, თუმცა, პირიქით - მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე, რომელიც...
1746383424
მსოფლიობრაზილიის პოლიციის განცხადებით, რიოში ლედი გაგას კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტის დაგეგმვა აღკვეთეს
ბრაზილიის პოლიციის განაცხადებით, რიო-დე-ჟანეიროში ლედი გაგას ხალხმრავალ კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას Deutsche Welleავრცელებს. ოთხ სხვადასხვა შტატში ჩატარებული რეიდების შედ...
1746382155
ახალი ამბებინინო კალანდაძე: ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მხოლოდ იმიტომ, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ კოორდინაციას
მგონია, რომ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. ზურაბიშვილი, პირველ რიგში, აღარ არის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008–2012 წლებში, ნინო კალანდაძემ, „ტვ...
1746378351
სპორტისაქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა
აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2...
1746377051
ახალი ამბებიცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შეს...