ლევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა
ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა თუ რეალურად ვინ უშლის ხელს დიალოგს.
„ევროპარლამენტმა ყველაფერს დაარქვა საბოლოოდ თავის სახელი. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, პარტნიორობის ხელის შემშლელი. ეს არის სწორედ ევროპარლამენტი და მისი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ათასი უმისამართო ბრალდებებით ცდილობენ ამ ურთიერთობების ჩაშლას. მითუმეტეს ღიმილის მომგვრელია ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.
1777974879
ახალი ამბებიგიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს
გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდე...
1777974509
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომ...
1777974394
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური და...
1777973670
ახალი ამბებიდამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლ...
1777973027
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ...





























