ლევან მოსეშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet-ი ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში, ჯამურად კვირაში 6 სიხშირით

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, British Airways-ის შემდეგ მეორე ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარებაა.
„მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორე ბრიტანული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას ჩვენს ბაზარზე, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ ეს არის ჩვენი სწორი საავიაციო პოლიტიკის აღიარება. ავიაკომპანია easyJet-ი ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში, ჯამურად კვირაში 6 სიხშირით. რაც მთავარია, საქართველო უკვე დაუკავშირდა შვეიცარიას უმოკლესი მარშრუტით, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისთვის შვეიცარიელი მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, სადაც ჩვენ უკვე British Airways-თან და easyJet-თან ერთად ჯამურად, კვირაში 6 სიხშირე გვექნება. აღსანიშნავია მილანი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის და Georgian Airways-თან ერთად ამ მიმართულებით დღეიდან უკვე easyJet-ის შეასრულებს ფრენებს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. პირველი ისტორიული ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევიდან ავიაკომპანიამ გუშინ საღამოს შეასრულა.
1744638759
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რადიკალური ჯგუფი ჩვენ ხელს გვიშლიდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვებაში, ხელს გვიშლიდა კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე თვითონ საუბრობდნენ ერთმანეთზე და ერთმანეთს ხელს ადებდნენ
რადიკალური ჯგუფი ჩვენ ხელს გვიშლიდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვებაში, ხელს გვიშლიდა კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე თვითონ საუბრობდნენ ერთმანეთზე და ერთმანეთს ხელს ადებდნენ, - განაცხადა საპარლამენტო...
1744637624
საზოგადოებამცენარეებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტე...
1744635005
საზოგადოებათეა წულუკიანი გახარიას: ქვეყანას აღუმართეთ საგუშაგო, უფრო შემაღლებულზე მეორე მხარემ დაუყენა არაერთი საგუშაგო, რომელიც იქ არ იდგა, გადმოსწია საოკუპაციო ხაზი და უფრო მეტი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკები გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა
მე, როგორც დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი გეუბნებით და აქ ბრძანდება მაშინდელი, როცა თქვენ იქ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართეთ, სუსის ხელმძღვანელის მოადგილე, გეუბნებით, რომ...
1744634653
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
15-16 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ვიზიტის ფარგლებში, მ...
1744634062
საზოგადოებაალექსანდრე ტაბატაძე გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეზე: ეს იყო არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება და არასწორი მენეჯმენტის ბრალი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის წევრმა, ა...