მაჭავარიანი ევროკავშირის ტრენინგებზე: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან

„სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ EED-იც ანალოგიურად მოქმედებდა, როგორც USAID-ი და NED-ი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოორგანიზაციები“ საქართველოში მავნებლურ საქმიანობას ემსახურებიან. ყველას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, მაგრამ ასეთები ძალიან მრავლად არიან. როდესაც ჩვენ ევროკავშირს არაერთხელ მოვთხოვეთ, ასევე, შალვა პაპუაშვილმა პირად საუბრებში და შემდეგ წერილიც კი მისწერა ჰერჩინსკის, რომ იქნებ გაესაჯაროებინათ EED, რომელიც ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციაა, რას აფინანსებდა საქართველოში, 6 თვის თავზე მიიღო ძალიან ბუნდოვანი წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამას ვერ გაასაჯაროებდნენ. რაც, რა თქმა უნდა, საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ეს ფული მთლიანად არ ხმარდება კეთილ საქმეს, შეიძლება რაღაც სიკეთეებშიც იხარჯებოდეს. ამის კარგი მაგალითია ის, რომ მასკის დეპარტამენტმა პირდაპირ გამოააშკარავა USAID-ი და NED-ი, თუ როგორ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, EED-იც ანალოგიურად მოქმედებს.
საზოგადოებას შევახსენებ, სუსმა გამოიტანა პირდაპირ კადრები და ნებისმიერს შეუძლია იუთუბიზე ამოსწიოს ეს კადრები, სადაც პირდაპირ ახალგაზრდებს - „ფრანკლინის კლუბის“, „ნაცმოძრაობის“ და გირჩის“ ახალგაზრდებს ამეცადინებდნენ, თუ როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია საქართველოში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისე, რომ პოლიცია წყობიდან გამოიყვანონ და ა.შ. საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ ესეც იგივე ტიპის ტრენინგების გაგრძელება არის, როგორიც იყო „კანვასი“, მაკკეინის ინსტიტუტი და ასეთი მრავლად იყო და მრავლად გვახსოვს“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
1740170178
სპორტიგიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გიორგი შერმადინმა ისაუბრა, რომელმაც დააანონსა, რომ ევროპის ჩემპიონატი...
1740169597
სპორტითორნიკე შენგელია: საოცარი გრძნობაა, ევრობასკეტზე მეექვსედ გავედით, ამაყი ვარ ჩემი გუნდით
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და ეს წარმ...
1740169538
სპორტიმადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. „რა თქმა უნდა, ემოციების...
1740168754
საქართველოროგორი ამინდი იქნება 22 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
22 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -13 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +3 - უ...
1740166997
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლო...