სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უკვე მეორედ მასპინძლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA)ორგანიზებით, 22 თებერვალს კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო უკვე მეორედ, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.
ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის მფლობელი“, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.
საქართველომ, ფრირაიდის მსოფლიო ტურს, პირველად, გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან, ღონისძიება არამხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში, ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა.
შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მონიშნა.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ეს სახეობა მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS), საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ღონისძიებები მათი ეგიდით ტარდება.
მესტია, მსოფლიოში, ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი, ფრირაიდის მოყვარულთათვის, პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს. ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება,საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
1740236824
ახალი ამბებივარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, 3 კი დააკავეს
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ერთ-ერთი რესტორნის წინ ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედიაავრცელებს. ამავე ინფორმაციით, საქართველოს...
1740234941
მსოფლიობრაზილიაში ავტოკატასტროფას 12 სტუდენტი ემსხვერპლა
ავტობუსი, რომელსაც სტუდენტები გადაჰყავდა, სან პაულოს ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტს ადამიანი 12 ემსხვერპლა. 21 დაშავდა. ავარიის მიზეზი დგინდება. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუს...
1740234817
ახალი ამბებითბილისში 40 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში 40 წლამდე მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მათი საერთო შვილის თვალწინ მიაყენა. როგორც შინაგან...
1740232139
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საგარეო ურთიერთობებზე: რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპი...
1740230194
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ჯეფრი საქსზე: ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უ...