მაია ბითაძე: ჩვენ და ისრაელი ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ვიზიარებთ ერთნაირ ხედვას, მათ შორის ხედვებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მიმართებით

„გამოვიდა, რომ ჩვენ და ისრაელი ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ვიზიარებთ ერთნაირ ხედვას, მათ შორის ხედვებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მიმართებით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემჟურნალისტებს განუცხადა.
„[ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან] შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც მთელს მსოფლიოშია. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსა და ისრაელს შორის. გამოვიდა, რომ ჩვენ და ისრაელი ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ვიზიარებთ ერთნაირ ხედვას, მათ შორის ხედვებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მიმართებით, რომლის მთავარი საყრდენია მსოფლიოში უსაფრთხოება“, - აღნიშნა ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
1744002685
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულ...
1743972044
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სპორტი ნიშნავს ერის, ახალგაზრდების ჯანმრთელობას, ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2 მილიარდიანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
სპორტი ნიშნავს ერის ჯანმრთელობას, ახალგაზრდების ჯანმრთელობას, სწორი ცხოვრების წესს და ამ კუთხითაც სპორტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამი...
1743970355
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი
„ქართველი ხალხი 80-იან წლებში იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის დღესაც იმავე ბრძოლას გავდივართ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთე...
1743969029
ახალი ამბებიპრემიერი: დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ეს არის პირველ რიგში ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მომავალშიც მისი ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხ...
1743968352
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გასული ურთულესი 3-4 წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა
„გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ურთულესი წლები გავიარეთ წარმატებით და ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან ს...