ირაკლი კობახიძე - ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი

„ქართველი ხალხი 80-იან წლებში იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის დღესაც იმავე ბრძოლას გავდივართ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მერაბ კოსტავას სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი. მისივე თქმით, ვინც ეს არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემებიც წინაშე დადგა.
„მინდა, გავიხსენო ის პროცესები, რომლებიც 80-იან წლებში გამოვიარეთ. მაშინაც, რეალურად, ქართველი ხალხი იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ამ წლებშიც იმავე ბრძოლას გავდივართ. მაშინ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა.
იყო ძალიან რთული ბრძოლა და საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მიაღწია დამოუკიდებლობას, თუმცა, როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და დღესაც ვართ ამ პროცესში, მით უმეტეს, ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოწვევები არის უფრო მეტი. შესაბამისად, დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ვინც ეს ასე არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემების წინაშე დადგა,“- განაცხადა პრემიერმა.
1744189112
ახალი ამბებიპაპუაშვილი: დღეს რუსთაველზე როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს და იმავე დაუნდობლობით ცდილობენ დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხას
„1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს, დღეს რუსთაველზე როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რ...
1744188711
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი საქართველოში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი უკა...
1744186103
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: 9 აპრილის მემორიალთან დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის და რაც ყველაზე ცუდია - თვითონ 9 აპრილის სულისთვის, ეს არ იყო პროტესტი, ეს იყო მავნებლობა
„დღეს 9 აპრილის მემორიალთან მარტო მივედი. მივედი, როგორც მოქალაქე, უბრალო პატივის მისაგებად ჩვენი გმირების ხსოვნას. დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყო...
1744184645
ახალი ამბებიევროკავშირის წარმომადგენლობა: ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა
„ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წ...
1744182463
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: როდესაც მოვდივარ მოქალაქე, მინდა მემორიალი შევამკო ყვავილებით და ამის უფლებას არ მაძლევენ, იგინებიან, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია
„როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირც...