მაია ბითაძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად, მათ შორის, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები და ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მაია ბითაძემ საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განახლებად ენერგიაზე გადასვლის საკითხზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების ძლიერი პოტენციალის მქონე ქვეყანა, თანმიმდევრულად აახლოებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მათ შორის, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულმა ინტეგრირებულმა გეგმამ განსაზღვრა 2030 წლის მიზნები — სათბურის აირების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის ზრდისა და ენერგოსისტემების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილების დაძლევის მიმართულებით საქართველოს ამბიცია ძლიერდება - 2025 წელს იგეგმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლება და 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზნის განსაზღვრა. ამასთან, საქართველო ნერგავს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას, რაც უზრუნველყოფს ემისიების გამჭვირვალე აღრიცხვას შესაბამის სექტორებში და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ემისიებით ვაჭრობას.

მაია ბითაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აქტიურად მუშაობენ ,,კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონზე, რომელიც 2050 წლისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის მიზანს.

ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის პირველი ივლისიდან და გაერთიანების სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით შესაბამის რეფორმებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745583125

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს

საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართ...

შალვა პაპუაშვილი

1745582430

ახალი ამბები

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ტატომ მეოთხედფინალში ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიაშ...

ტატო გრიგალაშვილი

1745582284

ახალი ამბები

თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...

თეა ახვლედიანი

1745581781

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათია...

თავდაცვის მინისტრ

1745581058

ახალი ამბები

მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა

ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. მომხდარის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს ინფორმაციას. „გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი...

მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა