მაია ბითაძე: ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება

„ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიმართ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მოტივაცია არ იყო, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყვნენ და ეს გამოწვეულია მათ მიერ დემონსტრაციულად კანონის დარღვევით.
„ფაქტობრივად, პრეზიდენტის განცხადება წერტილს უსვამს იმ სპეკულაციებს, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს როგორც გარე აქტორების მხრიდან, ასევე, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ საყვირალ თემას წარმოადგენდეს.
ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება. ამით შევძლებთ, ყველას კარგად დავანახოთ, „ქართული ოცნების“ მოტივაცია არ იყო, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყვნენ.
ყველამ კარგად კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ისინი რომ დღეს ციხეში არიან რამდენიმე თვით, გამოწვეულია მათ მიერ დემონსტრაციულად კანონის დარღვევით იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყვნენ და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ“, - აღნიშნავს ბითაძე.
1751802066
ახალი ამბებიმეუფე შიო: ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ
„ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ... ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რ...
1751801524
ახალი ამბებიალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
რუმინეთის ქალაქ ბასკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც კანოეს სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ტარდება, საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე წივწივაძემ წარმატებით იასპარეზა. 23-წლ...
1751800652
ახალი ამბებიკაცს, რომელმაც ავსტრალიაში სინაგოგის დაწვა სცადა, ბრალი წაუყენეს
ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ კაცს ბრალდება წაუყენეს. თავდასხმა მელბურნის სინაგოგაზე პარასკევს განხორციელდა, როდესაც შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 34 წლის კაცმა სინაგოგის კარს აალებადი ნივ...
1751798258
ახალი ამბებიშსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული სა...
1751797228
ახალი ამბებიავიაკატასტროფას ავსტრიაში 4 ადამიანი ემსხვერპლა
მცირე ზომის თვითმფრინავმა, რომელიც გერმანიიდან ალპების მიმართულებით მიემგზავრებოდა, ავსტრიის ალპებში კატასტროფა განიცადა. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. პ...