შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი“, 13 000-მდე „ექსტაზის“ აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, - აღნიშნულის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის ორი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ს. და 2004 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს, აღნიშნული ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.
ჩვენი უწყება, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1751801524
ახალი ამბებიალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
რუმინეთის ქალაქ ბასკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც კანოეს სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ტარდება, საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე წივწივაძემ წარმატებით იასპარეზა. 23-წლ...
1751800652
ახალი ამბებიკაცს, რომელმაც ავსტრალიაში სინაგოგის დაწვა სცადა, ბრალი წაუყენეს
ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ კაცს ბრალდება წაუყენეს. თავდასხმა მელბურნის სინაგოგაზე პარასკევს განხორციელდა, როდესაც შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 34 წლის კაცმა სინაგოგის კარს აალებადი ნივ...
1751797228
ახალი ამბებიავიაკატასტროფას ავსტრიაში 4 ადამიანი ემსხვერპლა
მცირე ზომის თვითმფრინავმა, რომელიც გერმანიიდან ალპების მიმართულებით მიემგზავრებოდა, ავსტრიის ალპებში კატასტროფა განიცადა. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. პ...
1751795394
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში გამართულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებში“ ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები - 2025" - ზე 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლები...
1751793411
მსოფლიოთურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. მედია წერს, როიმ ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. რიზე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის და...