რუსთავში ოქროსა და ვერცხლისმედალოსან მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა.

მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად მიულოცა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ტრადიცია, რომელსაც რუსთავის მერიამ 2022 წლიდან ჩაუყარა საფუძველი, მართლაც გამორჩეული და სამაგალითო ინიციატივაა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათთვის მოტივაციის გაზრდა და წარმატებული მომავლისკენ გზის გახსნა.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნინო ლაცაბიძეს წარჩინებული მოსწავლეებისთვის ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის და საუბრისას რუსთავის, როგორც ახალგაზრდული ქალაქის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეტაპობრივად მივდივართ იმისკენ, რომ რუსთავი გახდეს სტუდენტური ქალაქი და ახალგაზრდული პროექტები ასოცირებული იყოს სწორედ აქაურობასთან. მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში ჩვენი მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ და პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

სხვადასხვა სპონსორის მიერ დაწესებული პრიზის გარდა, მედალოსნებმა მერიისგან ფულადი ჯილდოც მიიღეს. წელს ქალაქ რუსთავში 141 ოქროს და 21 ვერცხლისმედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა.

რუსთავის სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია „ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) ფარგლებში ჩატარდა. უკვე ტრადიციად ქცეული „ოქსიგენ ფესტი“ წელს რუსთავის უძველეს ციხესთან 5-6 ივლისს იმართება. წლევანდელი სლოგანია – „ჩაისუნთქე ისტორია“. „ოქსიგენ ფესტის“ სივრცე სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფსა და ფესტივალს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. დასასვენებელი ადგილებისა და კვების ობიექტების გარდა, სტუმრებს ადგილზე ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780946907

საზოგადოება

პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვე...

ირაკლი კობახიძე

1780946274

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1780944615

საზოგადოება

პრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...

ირაკლი კობახიძე

1780944557

საზოგადოება

პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...

ირაკლი კობახიძე

1780944468

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...

მაკა ბოჭორიშვილი