მაია ომიაძე: 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, ზრდა გვაქვს თითქმის ყველა სტრატეგიული ქვეყნიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და საქართველომ 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რაც 5,521,866 ვიზიტს შეადგენს და ისტორიული მაჩვენებელია.

„2025 წელია შეჯამებულია და როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან კარგი ციფრებით დასრულდა. ჩვენ წლის დასაწყისშივე ვარაუდობდით, რომ ძალიან წარმატებული წელი იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. ზრდა გვაქვს თითქმის ყველა ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტების ოდენობამ გადააჭარბა. 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან უპრეცედენტოდ გაზრდილი მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძე.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვიზიტების ზრდას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საქართველოდან მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ და ფრენების სიხშირეების გაზრდამ.

„ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში პირდაპირ ფრენებს. წლევანდელი წლიდან, 2026 წლიდან, აქტიურად იგეგმება ახალი ფრენები, ახალი მიმართულებები და სიხშირეების დამატება, ასევე ტრადიციული მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე ახორციელებს. 2025 წელი იყო გამორჩეული, ჩვენ გვქონდა ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც 32 ქვეყანაში ჩატარდა და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ. 2026 წელიც წარმატებული იქნება“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

„გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768549217

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სეულის პირველი ინსტანციის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე...

იუნ სოკ იოლi

1768547601

სპორტი

ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა

დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ - ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. წყვილმ...

ანასტასია მეტელკინა ლუკა ბერულავა

1768546884

მსოფლიო

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტანკერი შეიპყრო

ამერიკელმა სამხედროებმა მეექვსე ტანკერის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც ვენესუელასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ The Guardian იუწყება. აშშ-მა ამჯერად ტანკერი Veronica შეიპყრო, რომელიც გაია...

 ტანკერი შეიპყრო

1768546331

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

 დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

1768545277

ახალი ამბები

მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ დროშის დღესთან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეორგოლზე: ეს არის განზრახ ჩასმული კადრები, რათა ირიბად წაახალისონ მოძალადეები, ძალადობა და ძალადობრივი გზით აქციის ჩატარება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გავრცელებული კადრები, ირიბად, ძალადობას ახალისებს. „ეს არის ძალადობის წახალისება, ვინაიდან ისეთი კადრები ვიხილე...

ლევან მაჭავარიანი