საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 10.0 ათასი ტონა ვაშლი
2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 10.0 ათასი ტონა ვაშლი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1768550155
ახალი ამბებიაფხაზეთიდან რუსეთში 31 ათასზე მეტი ტონა მანდარინია გატანილი
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში სეზონის დასაწყისიდან 31 304 ტონა მანდარინია გატანილი. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 36 912 ტონა მანდარინის ექსპორტი განხო...
1768549918
ახალი ამბებითხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 71%-ით გაიზარდა
2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთა...
1768549217
მსოფლიოსამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სეულის პირველი ინსტანციის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე...
1768547601
სპორტიისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ - ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. წყვილმ...
1768546884
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტანკერი შეიპყრო
ამერიკელმა სამხედროებმა მეექვსე ტანკერის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც ვენესუელასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ The Guardian იუწყება. აშშ-მა ამჯერად ტანკერი Veronica შეიპყრო, რომელიც გაია...































