მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 5 თვეში გადმორიცხულია 1,399.5 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.1%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.1 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში, ხოლო ჯამური წლიური ზრდის ტემპი 16.0%-ით განისაზღვრა.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, მაისში წლიურად 9.2%-ით შემცირდა და 43.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მლნ აშშ დოლარი (96.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის მაისის (30.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8% მეტია.
1750081171
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ
„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. როგო...
1750079773
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7296 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1750078383
სპორტიტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალშია
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონმა 1/32 ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზ...
1750076823
ახალი ამბებიგია ვოლსკი: როდესაც „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში
„ვფიქრობ, რომ განგებაა გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვას იმ მძიმე ისტორიებს, რომელიც, თუნდაც, კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი“, - ასე გა...
1750075400
ახალი ამბებიმერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისს მის ცემაზე: „ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით... ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი, ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ის...