მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს

9 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით, ისევე როგორც საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებს და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს.
თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს 16 თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რაც ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე ხაზი გაუსვა მიმზიდველ გარემოს ინვესტიციებისთვის. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი სავაჭრო კვანძია არა მხოლოდ ევროპის, არამედ ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის რეგიონში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს, დღესაც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული პარტნიორია. ამ კუთხით, მან ისაუბრა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას, ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ხელსაყრელ მდებარეობას რეგიონის განვითარებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მისი განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის დიდი ხნის წინ არჩეული გზაა, რომელიც ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ვალდებულებად აქცია. მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველომ მასშტაბური რეფორმები გაატარა და ამ თვალსაზრისით რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია. თავის გამოსვლაში მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხის ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენების მცდელობებზეც ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილმა დისკუსიის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...