მაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიას პარტნიორობის ხელშესაწყობად უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საქართველო მზადაა, ნებისმიერ დონეზე დაიწყოს საუბარი, უამრავი თემაა, რაზედაც უნდა ვითანამშრომლოთ

ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენს რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად გვჭირდება მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა რეგიონში. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივესალმებით შეთანხმებას მშვიდობის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მჯერა, ეს დიდი მიღწევაა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ტრადიციულად განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა, რომელიც საქართველოს აქვს ორივე მეზობელთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანთან ათწლეულების განმავლობაში გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება მეგობრობას და ძალიან კარგ თანამშრომლობას. ეს არის ძალიან ძლიერი აქტივი, რომელიც გვაქვს რეგიონში. სომხეთთან ასევე გვაქვს ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელიც ახლახან განახლდა სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ეს ასევე ძალიან დიდი აქტივია, რომელიც საქართველოს აქვს ამ სიტუაციაში. ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობთ და აქაც გავიმეორებ, რომ საქართველო არის ადგილი, რომელსაც როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს შეუძლიათ, დაეყრდნონ და იგრძნონ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა შესაძლო საშუალებას დიალოგის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში, თანამშრომლობის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიას აქვს უზარმაზარი რეგიონული პოტენციალი სხვადასხვა პარტნიორობის ხელშესაწყობად და უფრო ფართო მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობის წვლილის შესატანად.
„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ვიპოვოთ საერთო თემები, საერთო საკითხები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია რეგიონში და დავიწყოთ ამაზე საუბარი. ვფიქრობ, ეს არსებითია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე. საქართველო ყოველთვის მზადაა, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ და ხელი შევუწყოთ საუბარს. უამრავი თემაა, რაზეც უნდა ვითანამშრომლოთ, რაც უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ ორივე მხრიდან პოლიტიკური ნებას, განზრახვას, რაც არსებითია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად. მე არ გამოვრიცხავდი საქართველოს და არ მოვათავსებდი საქართველოს მხოლოდ როგორც ქვეყანას, რომელიც შუაშია, რომელიც ესაუბრება სომხეთს ან ესაუბრება აზერბაიჯანს და ცდილობს, მხოლოდ შუამავლის როლი ითამაშოს. ეს ჩვენი ცხოვრებაც არის და მიგვაჩნია, რომ ჩვენც ვართ ამ პროცესის ნაწილი თანაბარ დონეზე, რადგან ეს ჩვენი საერთო ინტერესია, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კარგ თანამშრომლობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1744475596
სპორტიქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...
1744470972
ახალი ამბებიმიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით, ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...
1744470434
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...
1744467119
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...
1744467023
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...