„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“ - კახა კალაძე

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, დედაქალაქის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, რადგან ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.
„შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობა, ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა? რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა. გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1745314243
ახალი ამბებიკახა კალაძე: ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს
„ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე დასმულ შეკით...
1745314150
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. „ქალბატონებო და ბატონებო, ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ა...
1745312754
მსოფლიოცნობილია, როდის დაკრძალავენ რომის პაპს
ვატიკანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. პაპთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვატიკანში უკვე დაწყებულია....
1745310714
ახალი ამბები„ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“ - სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობაზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი...
1745309777
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს
საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეუთოს საწყისიდან 50 წლისთავზე ჩვენ მტკიცე...