მაკა ბოჭორიშვილი: ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა

ამ ძალიან რთულ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით და ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, მეტი საფრთხე შევუქმნათ.

მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება მოიქცეოდა ისე, როგორც იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენს ქვეყანას აქვს უსაფრთხოების გამორჩეული გამოწვევები, ისეთი გამოწვევები აქვს, რომელიც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს დღეს. ამ პირობებში, ნებისმიერი მოქმედების, ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს გვმართებს, სულ მცირე, ორჯერ უფრო მეტი ფიქრი, თუ მეტჯერ არა, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ვიდრე სხვა ვითარების შემთხვევაში.

ჩვენ ბევრად უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, მანიპულაციურად და კიდევ უფრო დამახინჯებულად რაღაც ფაქტების წარმოჩენაზე, ვიდრე თქვენ ხართ დღეს. უბრალოდ არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, კიდევ უფრო დავუმატოთ და მეტი საფრთხე შევუქმნათ.

ლეგიტიმური პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლების გამოყენება – საქართველოს და საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული კანონების გამო ისჯება ჩვენი ქვეყანა. კანონის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში არის სრულიად ნორმალური საქმიანობა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში აღმოჩნდა არჩეული პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლებამოსილების გამოყენება და კანონის მიღება ასეთი დამანგრეველი რამ ურთიერთობებში. მეც ვიყავი მათ შორის, ვინც ამ კანონებს მისცა ხმა, როდესაც აქ, ამ ოთახში ვიჯექი და განვიხილავდით იმ კანონებს, რომლებიც, დღესაც ღრმად მწამს, სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას.

დღესაც ზუსტად ისევე მივიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში, რა პროცესიც მაშინ მიდიოდა, რათა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა იყოს თავისუფალი საგარეო ჩარევებისგან, რადგან ამას არაფერი კარგი არ მოაქვს და ჩვენს ქვეყანაში უცხოური გავლენები იყოს გამჭვირვალე. რომ გვიმტკიცებენ, ქართველი ხალხი, საქართველო ჩემზე და თქვენზე მეტად უყვართ, მე არ მჯერა ამის, ვერავინ დამაჯერებს ამას უბრალოდ. ვერც ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ – არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების – რომელიმე პარლამენტარს, აქტორს აქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მე და თქვენ ჩვენი ქვეყნის წინაშე.

შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ძალიან რთულ მოცემულობაში იყო, პირველ რიგში, ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა.

არც დღეს არის მარტივი ამოცანა. ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ეს არის რეალური გამოწვევა ჩვენთვის, რეალურად არის საფრთხეები და რეალურად გვიწევს ამ საფრთხეებთან ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება და შრომა.

თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და ეს აისახება სწორედ მათ მხარდაჭერაში, რაც ნამდვილად ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776419403

საზოგადოება

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე

ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერ...

 ირაკლი კობახიძე

1776418736

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3%-ს შეადგენს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776418290

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776417620

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი