„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია...“ - ქმარმა მძინარე ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა

კაცი, რომელმაც ცოლი სასტიკად მოკლა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
30 წლის გიორგი კავლელაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ახლა ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.
როგორც ექიმმა "კურიერის" განუცხადა, ამ ეტაპზე დაკავებულის გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეწონილი არ არის.
მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. "კურიერის" ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მის გარეშე ჩატარდება. დაკავებულს უკვე ჰყავს ადვოკატი და სწორედ ინტერესების დამცველის თანამონაწილეობით მოხდება ბრალდების წარდგენა.
ამასთან, "კურიერი" დღეს იმ ბინაშიც იმყოფებოდა, სადაც დანაშაული მოხდა. ადგილზე "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს დაკავებულის მამა დახვდა, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. როგორც ცნობილია, დაკავებულის მამა დანაშაულის მთავარი მოწმეა.
როგორც მეზობლები "კურიერთან" აცხადებენ, მამაკაცი მომხდარს შეესწრო.
"როგორც მეზობლებმა თქვეს, მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ [დაკავებულს] სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა, თორემ როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში," - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები გუშინ გამთენიისას მიაყენა.
27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1754599872
ახალი ამბებიაგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის...
1754598956
ახალი ამბები2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაღუპულთა ხსოვნის პატივსაც...
1754598254
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. განკარგულებით, რომე...
1754597589
ახალი ამბებირუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...
1754596447
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე აგვისტოს ომზე: მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის, სააკაშვილმა მოუწერა ხელი რეზოლუციას და რუსებმა - არა
მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის. სააკაშვილმა მოუწერა ხელი [რეზოლუციას] და რუსებმა არა, - განაცხადა საპარლამ...