საგარეო საქმეთა სამინისტრო: 17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.
ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.
საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვა.
საქართველო აფასებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1754640288
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი - „ნაცმოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება
ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...
1754640244
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა - ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს
სრულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპაში თანამედროვე ლიბერალური მიდგომების შესახებ საუბრ...
1754640193
საზოგადოებაკახა კალაძე: შვედეთში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონი კარგი გამოხატულებაა იმისა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შვედეთში ამოქმედებულ კანონს, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, მსგავს კ...
1754640151
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვა, რომლისგანაც ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი გაიქცეს, არის - რატომ დაიწყო ომი?
„სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვა, რომლისგანაც ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი გაექცეს, არის - რატომ დაიწყო ომი? და ამ კითხ...
1754640100
საზოგადოებაპრემიერი: ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი
ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს...