მამუკა მდინარაძე აგვისტოს ომზე: მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის, სააკაშვილმა მოუწერა ხელი რეზოლუციას და რუსებმა - არა

მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის. სააკაშვილმა მოუწერა ხელი [რეზოლუციას] და რუსებმა არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.

„სააკაშვილის ბრძანებულებაში, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრნენ რუსული ჯარები საქართველოში. მოღალატე ბელადებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას და მხარი დაუჭირეს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით ესკალაცია ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა. ეს უღიარეს რუსეთს და ამავდროულად, იმავე რეზოლუციის მეთერთმეტე პუნქტში უღიარეს რუსეთს, რომ შესაძლოა ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული ჩაედინათ. წეღან რომ კითხულობდით რუსებმა რატომ არ მოაწერეს ხელიო [რეზოლუციას], მე თვითონ გიპასუხებთ ამაზე. იქ რუსების ომის დანაშაულზეც იყო ლაპარაკი და მაშინდელი ოკუპანტები თავისი ქვეყნისთვის უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე მაშინდელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყნისთვის. სააკაშვილმა მოუწერა ხელი [რეზოლუციას] და რუსებმა არა.

ქართველი პოლიციელების სისხლი დაიღვარა 5-ში და 6-ში [აგვისტოს]. 7 აგვისტოს საღამოს ვიდრე 12:00 საათი დადგებოდა, ტელევიზიებით მთელს მსოფლიოს აჩვენეს კადრები, რომლის მიხედვითაც საქართველო ბომბავდა ცხინვალის ტერიტორიას. ამან შემდეგ ყველა დოკუმენტში, რომელსაც მოღალატეობრივმა რეჟიმმა ხელი მოაწერა, გამოიწვია ის, რომ სააკაშვილით დაწყებული რუსებით დამთავრებული, ამას წერდნენ, რომ შემოიჭრა რუსეთის რეგულარული არმია საქართველოშიო. ეს იყო ღალატი, რომელსაც დღემდე აპრავებენ 7 აგვისტოს თარიღის შემოტანით. ღალატია ქართველი ჯარისკაცისთვის ომის დაბრალება. ეს არის სიბინძურე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754593353

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? - სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა...

ირაკლი კობახიძე

1754592781

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი

რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ბევ...

მამუკა მდინარაძე

1754591636

ახალი ამბები

პრემიერი მამუკა ხაზარაძის მიერ უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემაზე: ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან

ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მ...

პრემიერი, კობახიძე

1754590291

ახალი ამბები

კახა კალაძე მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მის მომავალზე

ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, - ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კა...

კახა კალაძე

1754588496

ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა

მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა. მთაწმინდის რაიონი - ზურაბ ა...

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა