შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი - 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ნ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754640288

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი - „ნაცმოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...

ირაკლი კობახიძე

1754640244

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა - ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს

სრულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპაში თანამედროვე ლიბერალური მიდგომების შესახებ საუბრ...

შალვა პაპუაშვილი

1754640193

საზოგადოება

კახა კალაძე: შვედეთში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონი კარგი გამოხატულებაა იმისა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შვედეთში ამოქმედებულ კანონს, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, მსგავს კ...

კახა კალაძე:

1754640151

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვა, რომლისგანაც ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი გაიქცეს, არის - რატომ დაიწყო ომი?

„სინამდვილეში კითხვა არის არა იმაზე, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვა, რომლისგანაც ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი გაექცეს, არის - რატომ დაიწყო ომი? და ამ კითხ...

შალვა პაპუაშვილი

1754640100

საზოგადოება

პრემიერი: ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი

ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს...

ირაკლი კობახიძე