მამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ

 უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფროსები დაავალებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დამფინანსებელი უფროსების დავალებით, ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, სინამდვილეში კი, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რასაც ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზეც კი იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდება.

„მათი დავალებით ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში კი განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი.

ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი ანტიკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ

1743357048

ახალი ამბები

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

 ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...

ფსფფსფ

1743354710

ახალი ამბები

ნათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია

 ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...

ნათია თურნავა

1743350347

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება

 ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...

 მეუფე იაკობი