რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი გათავისუფლდნენ - სუსი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
1737550334
მსოფლიორუსი დეპუტატი მიხეილ ლერმონტოვის დაღუპვის გამოძიებას მოითხოვს
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, სახალხო არტისტი ნიკოლაი ბურლიაევი ცნობილი რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის დაღუპვის გარემოებების გამოძიებას მოითხოვს. შესაბამისი თხოვნით მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს...
1737548326
მსოფლიორუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი ტრამპთან კომუნიკაციისთვის შიდა სამუშაოებს ახორციელებს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების კომუნიკაციის საკითხი ჯერ შეთანხმებული არ არის. როგორც რიაბკოვმა რუსულ მედიას განუ...
1737546605
ახალი ამბებისაახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია იუწყება და შეზღუ...
1737543298
მსოფლიოილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცათამბჯენში 6 მლნ. დოლარად ბინა იყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. პოლონური მედიის ცნობით, მასკის ფეშენებელური ბინა 52-ე სართულზე მ...
1737542889
ახალი ამბებიქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ე...