მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი

„სანქციები დაუწესეს. ახალი ადმინისტრაცია არაფერს შვება ახალს. რჩება რაც იყო ის მოცემულობა. დასანქცირებულ ადამიანთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს იმ ქვეყნის ელჩი შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპასუხო განცხადების შესახებ.
მდინარაძის თქმით, რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი.
„რა უნდა ელაპარაკოს. ვერსიების დონეზე რომ გავიაროთ. რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი. ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ასე ბიძინა ივანიშვილი არ უპასუხებს, მას შანტაჟით რომ ვერავინ აშინებს, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ, რომ ობიექტურად ეს არის ადამიანი, რომელსაც სანქციებით კი არა, ვერაფრით აშინებენ, ეს წლების გამოცდილებამ გვაჩვენა ძალიან კარგად.
შანტაჟი, მუქარა და მსგავსი საკითხები ამ ადამიანზე არ ჭრის, არც მის ქართველობაზე ჭრის, არც მის პატრიოტიზმს ვერაფერს აკლებს და დგას თავის სიმაღლეზე ყველა დროში და ყველა მოცემულობაში. მაგრამ თავად ხომ ამას ფიქრობს და ესეც გამოხატა წერილში, რომ რაც არ უნდა ვთქვაო, რაც არ უნდა გავაკეთო, შეიძლება ვიღაცამ ამას მიაწეროს. თვითონ შანტაჟის გავლენით არაფერს რომ იტყვის ვიცით, მაგრამ ხომ აუცილებლად ამაზე ასე ილაპარაკებენ. ერთი მიმართულება ამ თემის ეს არის. პირობითად, მიდიხარ დასანქცირებულ ადამიანთან და ეს სანქცია შანტაჟის იარაღი რომ იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით, იმავენაირად რომ რჩება, ელაპარაკები, შესაბამისად, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის. ეს იყო წერილში გადმოცემული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1748542620
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...
1748541689
ახალი ამბები„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...
1748540111
მსოფლიოიანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...
1748538627
ახალი ამბებიანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....
1748535182
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...