იანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როდესაც თქვენი გარიცხვა ან გაჩუმება სურთ, - ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ბოკას თქმით, საქართველომ და უნგრეთმა იცის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.

„ნება მომეცით, გადმოგცეთ მოლოცვა და საუკეთესო სურვილები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისგან და უნგრეთის მთავრობისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

2023 წლის ოქტომბერში ჩვენს ქვეყნებს შორის პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მოქმედებს, რომელიც ვრცელდება სახელმწიფო მართვისა და ცხოვრების ყველა სფეროზე.

მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შედის ჩვენი ორმხრივი შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ. 2010 წლიდან ჩვენი ვაჭრობა სამჯერ გაიზარდა. უნგრულ უნივერსიტეტებში სწავლობს 130-ზე მეტი სტუდენტი საქართველოდან უნგრეთის პროგრამის მხარდაჭერით. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ასევე ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით.

ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როდესაც თქვენი გარიცხვა ან გაჩუმება სურთ. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით როგორც კარგ, ისე ცუდ დღეებში. ამას ვაკეთებთ, რადგან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ ბევრი კუთხით. ორივე ქვეყანამ იცის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ორივემ ვიცით, რომ ეს არ მიიღება მარტივად, უფასოდ.

ჩვენ ორივე ვართ ევროპელები არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს დაამტკიცა, არამედ იმიტომ, რომ ეს ასეა ათწლეულზე მეტი ხანია. ჩვენ ვართ ამაყი ერები და გვინდა, დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ.

ჩვენ ვართ თავისუფლების ორი კუნძული ძველი და ახალი იმპერიების ოკეანეში და ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწვდით, ვაშენებთ ხიდებს, ვქმნით მომავალს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

დღეს აქ ვდგავარ, რათა დავადასტურო ერთგულება ჩვენი მხრიდან. დაე, საქართველოს ლამაზმა ქვეყანამ ისიამოვნოს მშვიდობითა და კეთილდღეობით, გაუმარჯოს საქართველოს უძველეს და ამაყ ერს. დაე, ჩვენი პარტნიორობა წლიდან წლამდე გაძლიერდეს“, - აცხადებს იანოშ ბოკა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748618781

ახალი ამბები

ავარია თერჯოლაში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამ...

დაკავება, პოლიცია

1748616846

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში უნდოდათ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ

„მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში ერთადერთი რაც უნდოდათ, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ. ამი...

 რატი იონათამიშვილი

1748615183

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წ...

ეკა სეფაშვილი

1748613285

საზოგადოება

დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც შსს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა. 17 მა...

 თათია აფრიამაშვილ

1748612789

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი

„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...

დავით მათიკაშვილი