გამოცემა Footboom1 - ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლის“, ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობაზე

„მართალია, სერია A-ს განახლებული რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე სკუდეტო არ მიენიჭა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ნაპოლის“ საჩემპიონო გზაზე“, — ამის შესახებ გამოცემა Footboom1 წერს და იმ იშვიათ ფეხბურთელებს იხსენებს, რომლებმაც ერთ სეზონში, ორი კლუბის რიგებში, სხვადასხვა ქვეყნის ტიტულის მოპოვებაში მიიღეს მონაწილეობა.
„ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა იმ იშვიათ ფეხბურთელთა ჯგუფს, რომლებმაც ერთ სეზონში ორი ეროვნული ჩემპიონატი მოიგეს. ეს არა მხოლოდ მის შესაძლებლობებს, არამედ ადაპტაციის უნარსა და, გარკვეულწილად, იღბალსაც უსვამს ხაზს.
კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლიზე“, ასევე, „პარი სენ-ჟერმენზე“. ის იტალიაში 2022 წელს ჩავიდა და პირველივე სეზონში, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, სერია A-ს ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფრანგული გრანდი ხვიჩას თამაშს რამდენიმე სეზონი აკვირდებოდა და საბოლოოდ, იანვარში დაიმატა. პარიზში ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
პსჟ-მა ლიგა 1-ის ტიტული აპრილში ოფიციალურად მოიგო, ხოლო „ნაპოლიმ“, მიუხედავად მისი არყოფნისა, სერია A-ს ჩემპიონობა ბოლო ტურში, „კალიარის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამგვარად, კვარაცხელია იმ მოთამაშეთა რიცხვს შეუერთდა, ვინც ერთ სეზონში ორი ტიტული მოიგო.
ამ გამორჩეულ სიაში ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიც დევიდ ბექჰემი, კინგსლი კომანი, ლეანდრო პარედესი და ჟოაო კანსელო არიან“, – წერს გამოცემა.
1748365226
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქოს საქართველო იზოლაციაში ექცევა
„ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქო...
1748361412
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი - ეს უბრალო ფორმალობა არ არის, ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა
„ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი — ეს უბრალო ფორმალობა არ არის. ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აღიქმება არა როგორც პატარა და დაბნეული ქ...
1748356987
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც
„ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე...
1748354566
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი
„ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1748353746
ახალი ამბებიპროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი...