ირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით

ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებლობისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა და ეს ბრძოლა ქართველების გენეტიკურ კოდშია.
„ეს ბრძოლა გრძელდება. ახლა ბრძოლა გვიწევს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. უნგრეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების - უნგრეთის მთავრობის მიმართ. ჩვენს ერებსა და მთავრობებს შორის ძლიერი მეგობრობა, თანამშრომლობა არსებობს და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი დაესწრო.
იანოშ ბოკამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.
„ნება მომეცით, გადმოგცეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და უნგრეთის მთავრობის მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში მაშინ, როცა თქვენი გაჩუმება სურთ. თქვენ გვერდით ვართ ყოველთვის. ჩვენი ერები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა.
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებს. ორივე ევროპელი ერი და ამაყი ქვეყანა ვართ და გვინდა ასეთად დავრჩეთ. თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი, ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან ერთგულების დასადასტურებლად. დაე, საქართველოში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.მრავალჟამიერ არსებობდეს ამაყი ქართველი ერი“, - განაცხადა იანოშ ბოკამ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
1748615183
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წ...
1748613285
საზოგადოებადეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდათ
ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც შსს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა. 17 მა...
1748612789
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი
„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...
1748611997
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია
არ შეიძლება, ქვეყანაში პრეტენზია გქონდეს, რომ ხარ პოლიტიკოსი, დემოკრატიისა და კანონიერების მომხრე და იმ „პოლიტიკას“ ატარებდე, რასაც ატარებს და რა ქმედებებსაც ახორციელებს ნიკა მელია, - განაცხადა რეგიონ...
1748610822
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7334 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7342 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...