მამუკა მდინარაძე: სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია
„სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მელია მყავს?!,“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას, დაუფასდა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ამ თანამდებობაზე დანიშვნით ნიკა მელიას „გატაცება“.
მისი განცხადებით, ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალიზმი და სამშობლოს ერთგულება, რაც შეეხება გატაცებას, ეს ბოლო დროის ახალი მესიჯია.
„შეცდომებს უშვებთ, ასობით [პოლიციელი] იყოო, „ტვ პირველი“ აცხადებდა და ახლა გახდა ათობით? ორ კვირაში რამდენიმე ერთეული გახდება. სისულელეს მეკითხებით. ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალობა, სამშობლოს ერთგულება, ღირსეული ადამიანობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ზედმიწევნით სწორად შესრულება და ის, რომ გეკა გელაძემ იფიქრა, ეს არის კარგი მენეჯერი, პროფესიონალი პოლიციელი, თავისი სამშობლო უყვარს და დანიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია: იმის ქმარი გაიტაცეს, ეს გაიტაცეს, ის გამოიტაცეს,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1771094595
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-...
1771094391
საზოგადოებაპრემიერი: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული
თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „...
1771094339
საზოგადოებაპრემიერი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას
ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ე...
1771093739
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას
საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცხადა საქართველოს...
1771092259
საზოგადოებამარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია
ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...


























