გენერალი კობა კობალაძე: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა - ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა

„სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია, მისი პირადი შემადგენლობის, სამხედროების საერთოდ არის ორი მდგომარეობა - ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან. პროცესი დარღვეული არ ყოფილა“,- ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კობა კობალაძის განცხადებით, მართვის სადავეები იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელში იყო, იგი ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რათა თავისი დირექტივები მიეწოდებინა სამხედრო ნაწილისთვის.
„ყოველდღიური საჯარისო განწესიდან გამომდინარე გათვლილი ფუნქცია-მოვალეობები სამხედრო ნაწილში, შენაერთში სრულდებოდა. არ იყო რაღაც განსაკუთრებული პირობები შემოღებული მართვის და როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმე იყო ვკითხე აზრი, მიზეზი რის გამოც მან ჩათვალა ის, რომ სამხედრო ნაწილი დაუმორჩილებლობის რელსებზე იყო გადასული.
მან თქვა, რომ ეს იყო მისი ვარაუდი და ეს ვარაუდი რამ გამოიწვია, თუ ვარაუდი გამოიწვია ამან თქვენი, თქვენ მაშინ თქვენი ხელმძღვანელობა რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე ირკვევა ის, რომ პარალელური უწყების შსს-ს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, თავისი დირექტივები მიაწოდოს სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილიდან გამოიტანოს დირექტივები დანარჩენი ვერტიკალი სამხედრო ხელმძღვანელობის გენერალური შტაბის უფროსის თამადობით საქმის კურსში არ არის რა ხდება და როგორ ხდება, ამათმა შეფუთეს ის, რომ რაღაცა წინააღმდეგობა არის“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
1749736118
საზოგადოებაპარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს...
1749735398
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფო ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფო ელჩს ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნო...
1749734473
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7306 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1749733228
ახალი ამბებიავარია გურიაში - დაიღუპა 1 ადამიანი
ლანჩხუთი მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარე შუთში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის...
1749733072
ახალი ამბები„ტაბულას“ რედაქტორი მნათეიუს სუთიძე აპროტესტებს, რომ „ტაბულა“ პროპაგანდის იარაღად და პარტიულ მედიად მოიხსენიეს
„ტაბულა იყო და არის სრულიად დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, ისე ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის იმგვარი გავლენისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა რედაქციის დეკლარირ...