იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ერთ-ერთმა ავტორმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური უცხოელი IT სპეციალისტების მოზიდვას საქართველოში და კანონში არსებული რეგულაციების თანამედროვე IT ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისად ადაპტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მათ შემოსვლას და დასაქმებას ქვეყანაში.

„სამწლიანი IT ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ სპეციალურ სტატუსს, რომელიც უცხოელ IT პროფესიონალებს – დეველოპერებს, დიზაინერებს, ანალიტიკოსებს და სხვა ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტებს აძლევს უნივერსალურ შესაძლებლობას ლეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოში სამწლიანი ვადით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ცვლილება შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც პროფესიულად საქმიანობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და აქვთ დადასტურებული კვალიფიკაცია - შესაბამისი განათლება, სამუშაო გამოცდილება ან საერთაშორისო სერტიფიკატები.

მომხსენებლის განცხადებით, სამწლიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა საშუალებას იძლევა, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749746659

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში,  სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს.  როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ,  გარდაცვლილია...

მდინარემდინარე

1749745478

ახალი ამბები

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფ

1749742417

საზოგადოება

საქართველოს საგარეო უწყება: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს, ასევე ყველა მსხვერპლის ოჯახებს - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1749740362

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ს...

თბილისის საქალაქო სასამართლო

1749739108

მსოფლიო

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა

ინდოეთში  მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა. როგორც ინდურ მედიას გადარჩენილმა მგზავრმა განუცხადა, აფრენიდან 30 წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფ...

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა