შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ. მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749739108

მსოფლიო

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა

ინდოეთში  მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა. როგორც ინდურ მედიას გადარჩენილმა მგზავრმა განუცხადა, აფრენიდან 30 წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფ...

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა

1749737965

ახალი ამბები

მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ მზად არის იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, გაჯანსაღდეს და შეწყდეს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა, გაცოცხლება და დაფინანსება იმისთვის, რომ სეპარატიზმი და რადიკალიზაცია გააღვივონ ამ სახელმწიფოში

„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად მზად არის იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, გაჯანსაღდეს და შეწყდეს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა, გაცოცხლება და დაფინანსება იმისთვის, რომ სეპარატიზმი და რადიკალი...

მაია ბითაძე

1749737420

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მხოლოდ, კონკრეტული პროცედურების შედეგად არის შესაძლებელი და ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ რომელიმე სხვა აქტორზე დამოკიდებული

„ყველას მოუწევს საქართველოსთან დამოკიდებულებების გადატვირთვა, გამომდინარე რეალობიდან, კონტექსტიდან და იმ გეოპოლიტიკური ბატალიებიდან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ჩვენი სახელმწ...

ზურაბ ქადაგიძე

1749736244

საზოგადოება

მაია ბითაძე: მივეჩვიეთ იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და არაპირდაპირი გზით აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათთან დაახლოებულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს

რეალურად, ის შემთხვევა, რაც ბრიტანეთის საელჩოსთან მიმართებით მოხდა, არ იყო სიურპრიზი ჩვენთვის. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ბოლო 2 წელი განსაკუთრებით, მივეჩვიეთ იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო...

მაია ბითაძე

1749736118

საზოგადოება

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს...

სისხლის უანგარო დონაცია