მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ? მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?

„როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთს მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია საერთოდ. ნოდარი მოიშორეთ ყურიდან თუ შეიძლება და ისე გამეცით პასუხი - სად მეძებეთ, „ტვ პირველს“ არ აინტერესებს პასუხი იმიტომ, რომ ნოდარ მელაძე ყურში კარნახობს რაღაცებს და ახლა მებრძვის უკვე ტელეფონის მეშვეობით“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს სთხოვა ხმამაღალ სიგნალზე ჩაერთო საუბარი ნოდარ მელაძესთან, რის შემდეგაც მან საუბარი „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსთან გააგრძელა და მას სიცრუის ტირაჟირებისთვის განმარტებები მოსთხოვა.
„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ?! მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?!“ - მიმართა მდინარაძემ მელაძეს.
ნოდარ მელაძემ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ ჰკითხა, რაზეც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა უპასუხა:
„ლევან ხაბეიშვილი არის თქვენნაირი აგენტი, ძალიან ბევრი წელია გიცნობთ და თქვენ რასაც კადრულობთ, იმას არავინ კადრულობს. თუკი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის, ყველას მტერი ხართ თქვენ. თორნიკე რიჟვაძეს რაც შეება - თქვენ დააბრალეთ უკადრებელი“.
ნოდარ მელაძის კითხვაზე, როდის ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია? მდინარაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
„ბევრჯერ მქონდა თორნიკე რიჟვაძესთნ კომუნიკაცია. არა იმაზე, რაზეც შენ ლაპარაკობ ნოდარ. მქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, მის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჩემს აზრთან დაკავშირებით“.
1752496534
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზანი არის ერთი, საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო
„პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ 17 ევროპული ს...
1752495394
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანებაზე: მოვუწოდებ მათივე პატრონებს, ნუ იღლიან თავს ამ დივერსიფიცირებით და სხვადასხვა სცენარებით ჩვენი საზოგადოების მოტყუებით, ჩვენი საზოგადოება არ მოტყუვდება
„ეს ყველაფერი ხომ იმ დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპლომატიური კორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან მოდის დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში“, - ამის შესახებ ფრაქცია...
1752493315
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან
„ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ - რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს - ასეთ გაწ...
1752492445
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პ...
1752489829
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში
„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის...