მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

შეხვედრის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოება, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის მარკეტინგული და საორგანიზაციო აქტივობები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდისკენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის განვითარებაში.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ მიმდინარე საერთო აქტივობებზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სიხშირეს. ასევე დავგეგმეთ არაერთი ახალი აქტივობა, რომელიც გააძლიერებს პირდაპირ ფრენებს. ჩვენი სურვილი არის მკაფიო: გვინდა, რომ არსებული კვირაში სამი სიხშირე გაიზარდოს და მალე ვიხილოთ ყოველდღიური ფრენა, მალე ვიხილოთ დღეში ორი ფრენა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ყოველთვე ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა პირდაპირი რეისით შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან მოგზაურთა ნაკადის მაქსიმალურ ზრდას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირებას აზიის რეგიონში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი

1786607006

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...

შსს განცხადება

1786605789

ახალი ამბები

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...

 საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია

1786604215

ახალი ამბები

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...

მიხეილ სარჯველაძე

1786601662

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამი...

დავით მათიკაშვილი