მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესმა და წამყვანმა ავიაკომპანია China Eastern Airlines შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოსა და ჩინეთს ერთმანეთთან და სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამყარებს ქვეყნებს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას.

„ეს არის ნამდვილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემონსტრაცია, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორ ითარგმნება სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ აქტივობაში, როგორ ითარგმნება ტურიზმში, როგორ ითარგმნება პირდაპირ ფრენებში და ეს ყველაფერი როგორ აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს ამ ისტორიულ დღეში, რადგან ეს არის პირველი რეგულარული ფრენა, რომელიც შესრულდა ჩვენი დედაქალაქიდან და შესრულდება დღეს მოგვიანებით შანხაის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს რეალურად ყველაზე შორი მანძილის ფრენას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ეს არის ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის განსაკუთრებით გასახარი იყო, რომ რეისი, ფაქტობრივად სავსე ჩამოვიდა- 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მისი მმართველი გუნდის და, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. ეს არის დიდი ალბათობით და მეტწილად, ასევე შედეგი იმ აქტიური მარკეტინგული კამპანიების, რასაც ჩვენი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში ახორციელებს. ყოველწლიურად 7 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება იმისთვის, რომ ჩინეთში გაიზარდოს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიამა ელჩმა ჭოუ ციენმა, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, საქართველოს საავიაციო სფეროსა და აეროპორტების სექტორის წარმომადგენლებმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786616050

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა

„ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდ...

დავით მათიკაშვილი

1786615262

სპორტი

2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ?

უეფას სუპერთასის მატჩი „პსჟ-სა“ და „ასტონ ვილას“ შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფრანგული გუნდის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხე...

ხვიჩა კვარაცხელა

1786612843

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...

დავით ქართველიშვილი

1786611342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...

ლევან მაჭავარიანი

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი