მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ვიცე-პრემიერი, ასევე, დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას.

„ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, სადაც ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან.

ჩვენი ამოცანაა ექსპორტის მოცულობის ზრდა, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ტრადიციულად საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, სადაც ქვეყანა სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ბიზნესს, სავაჭრო ურთიერთობები და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება: დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და თამარ იოსელიანი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793771384

ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზ...

ზოგადი

1793769332

მსოფლიო

მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ შედეგებით „იმედგაცრუებულია“ და პირობას დებს, რომ 2028 წელს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა გაიმარჯვებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა აღიარა, რომ ეს ღამე რესპუბლიკელებისთვის რთული იყო და ის შედეგებით „იმედგაცრუებულია“. ამასთან, მან განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ 2028 წელს წარმომადგენელ...

მაიკ ჯონსონი

1793767232

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საარჩევნო ბიულეტენში რომ ვყოფილიყავი, უდიდესი უპირატესობით გავიმარჯვებდით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი სახელი რომ საარჩევნო ბიულეტენში ყოფილიყო, „რესპუბლიკელები“ „დემოკრატებს“ დიდი უპირატესობით დაამარცხებ...

დონალდ ტრამპი

1793739475

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩვენ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა გვსურს და არა კარგი ფოტოები, ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა

„ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გა...

გიორგი გაბუნია

1793736490

საზოგადოება

ბონდო მძინარაშვილი: ირაკლი კობახიძის „ევროინტერვიუ“ იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მასტერკლასი, „ევრონიუსის“ ჟურნალისტის ისტერიულმა ტონმა კი ევრობიუროკრატიის უმძიმესი მდგომარეობა გვიჩვენა

„ევრონიუსის“ ჟურნალისტის ისტერიულმა ტონმა ევრობიუროკრატიის უმძიმესი მდგომარეობა გვიჩვენა“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი წერს. მძინარაშვილი ბრიუსელ...

ჟურნალისტი