პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება, ეს გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს
„ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან. ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება. საუბარია თავად ევროკავშირის მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციებს - ეკონომიკურ პროცესებს, იდენტობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. დაახლოებით 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი აქტორი იყო. ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს აღემატებოდა. ევროკავშირის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუ დღევანდელ მაჩვენებლებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ხოლო ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით უკვე ევროკავშირის დონეს უახლოვდება. ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს. ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება. ამ საკითხში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
1793727078
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...
1793725957
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...
1793724509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს
„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...
1793721345
საზოგადოებათბილისის მერია: 5 ნოემბრის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 5 ნოემბრის...
1793719973
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია
„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოე...



























