სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 93 კაფსულა ე.წ. ლირიკა, „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 აბი „ტრამადოლი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793771645

მსოფლიო

დონალდ ტრამპი წითელი კეპის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დატანილია წარწერა: ვეტო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წითელი კეპის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა - „VETO“ (ვეტო) არის დატანილი. პოლიტიკურ მიმომხილველად ვიქცევი - დადე...

დონალდ ტრამპი

1793771569

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევროპაში მიმდინარე მძიმე პროცესები სწორედ იმ ძალადობის შედეგია, რომელსაც კონკრეტული ძალები აქამდე საქართველოში აქეზებდნენ

მმართველ გუნდში ევროპაში მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების„ სრო...

ნინო წილოსანი

1793771538

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრ...

მარიამ ქვრივიშვილი:

1793771384

ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზ...

ზოგადი

1793769332

მსოფლიო

მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ შედეგებით „იმედგაცრუებულია“ და პირობას დებს, რომ 2028 წელს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა გაიმარჯვებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა აღიარა, რომ ეს ღამე რესპუბლიკელებისთვის რთული იყო და ის შედეგებით „იმედგაცრუებულია“. ამასთან, მან განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ 2028 წელს წარმომადგენელ...

მაიკ ჯონსონი