პრემიერი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის სამართლებრივი საქმე.

„ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

„სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 50%-ს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის სასამართლო სისტემას და მიიჩნევს, რომ ის დამოუკიდებელია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან ადამიანების აღქმა ზოგჯერ შეიძლება მცდარი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებია. ჩვენ არსებითად გავაუმჯობესეთ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მაჩვენებლები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული სტატისტიკა. კერძოდ, რამდენი საჩივარი იგზავნება საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, იქნება ეს მოქალაქეების, ბიზნესის წარმომადგენლების თუ სხვა სუბიექტების მხრიდან. 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, ასეთი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა ჯგუფებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი პოლიტიკურად სენსიტიური საქმე გაგზავნეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა სამჯერ შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ყველა არსებითი პრობლემა მოვაგვარეთ. 2012 წლამდე სასამართლო სისტემას არავინ აკრიტიკებდა, მაშინ როდესაც იგივე ადამიანები 2012 წლის შემდეგ არსებითად გაძლიერებულ სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793725957

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი  კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც.  ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...

ყვითელი ლენტი

1793724509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...

ირაკლი კობახიძე

1793721345

საზოგადოება

თბილისის მერია: 5 ნოემბრის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 5 ნოემბრის...

თბილისის მერია

1793719973

საზოგადოება

პრემიერი: საქართველოს მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია

„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოე...

ირაკლი კობახიძე

1793719708

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას

„გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევ...

ირაკლი კობახიძე