მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 24%-ით მოიმატა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა
„2024 წელი საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 25 პროცენტით მოიმატა რეისების რაოდენობამ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირი მიმართულების თაობაზე. შედეგად, შარშან საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ „ავსტრიის ავიახაზები“, „ტრანსავია“, „ეარ ჩაინა“ და სხვ.
„2025 წელს ვიწყებთ მნიშვნელოვანი სიახლეებით - „ბრიტიშ ეარვესი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“ დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან. აღნიშნული გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული ავიაციისა და ტურიზმის სექტორებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს საქართველოს პოპულარიზების თანმიმდევრულ პოლიტიკას, რათა მეტი პირდაპირი ფრენის მეშვეობით, საქართველოში კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოსვლა იყოს უზრუნველყოფილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 4,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 29 პროცენტიანი მატებაა. ასევე, 30 პროცენტით გაიზარდა თბილისიდან შესრულებული რეისების რაოდენობა. მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც. ქუთაისში 1,7 მლნ მგზავრზე მეტს, ბათუმში კი 951 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ორივე აეროპორტში რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...