მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან
„აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, არსებობს შესაძლებლობები, რომ სინგაპურიდან დამატებითი ინვესტიციები იქნეს მოზიდული.
„შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან. ამავდროულად, გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ისევე როგორც საფინანსო სექტორში. განსაკუთრებით მისასალმებელია ალბათ ჩანგის აეროპორტის ინტერესი საქართველოსადმი. აღინიშნა, რომ საქართველოს გამორჩეული ზრდის დინამიკა აქვს უშუალოდ ავიაციის სექტორში და მგზავრთნაკადისა და ტურიზმის სექტორის ზრდამ ზუსტად რომ განაპირობა მათი ინტერესი საქართველოსადმი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1784720545
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირის ბ. შ. (მის: ჩხოროწყუ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფრინველთა და ცხოველთა სასაკლა...
1784720358
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
„სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრა...
1784720279
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში
„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა S...
1784718737
საზოგადოებათავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამით კუმარ მიშრასთან. თავდაცვის მ...
1784718455
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სან...



























