სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირის ბ. შ. (მის: ჩხოროწყუ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაო. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმების პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან ერთად, გამოვლინდა რომ ცხოველის და ფრინველის დაკვლა, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს სურსათის მწარმოებლებს და რეალიზატორებს დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნები.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1784722849
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამი...
1784721736
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ამომწურავად ვისაუბრეთ ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით - განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრა გაგვემართა ადგილობრივ და გლობალურ წამყვან ფინტექ კომპანიებთან, რომლებსაც წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები...
1784720358
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
„სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრა...
1784720279
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში
„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა S...
1784720172
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან
„აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრად...





























